ავტორი - ნინო ფეტვიაშვილი პირველი ნაწილი ცნობილია, რომ რუსული ენის გრამატიკა რთულია, მისი ცოდნის გარეშე ვერც ილაპარაკებ და ვერც სწორად დაწერ. თვით რუსებიც კი ლაპარაკისა და წერის დროს ბევრ შეცდომას უშვებენ. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ იმ მოსწავლეთა უმეტესობას, რომლებმაც კარგად იციან გრამატიკული ფორმები, შესაბამის უცხო ენაზე ლაპარაკი უჭირს. რამდენად მიზანშეწონილია, მოსწავლეებს შეცდომებით ლაპარაკის ნება დავრთოთ? რა ადგილი უნდა ეკავოს გრამატიკას გაკვეთილზე? საჭიროა თუ არა მოსწავლეებისთვის ყველა გრამატიკული მოვლენის ახსნა? რა გრამატიკული მინიმუმია აუცილებელი რუსული ენის სწავლების დაწყებით ეტაპზე? რა ტიპის დავალებების გამოყენებაა მიზანშეწონილი გრამატიკის სწავლებისას? ეს კითხვები ხშირად ისმის, როდესაც ერთმანეთს ვადარებთ ახალ და ძველ მიდგომებს რუსული ენის სწავლების მეთოდიკაში. უნდა აღინიშნოს, რომ ოციოდე წლის წინ რუსულ ენას განსხვავებული სტატუსი ჰქონდა – ის ისწავლებოდა როგორც პირველი ენა მშობლიურის შემდეგ. ბავშვები ენას ასე თუ ისე ფლობდნენ, მასწავლებლის ამოცანა მხოლოდ მისი დახვეწ...
Комментарии
Отправить комментарий