გაბრიელა მისტრალი - მასწავლებლის ათი მცნება






გაბრიელა მისტრალი
 მასწავლებლის ათი მცნება

 გაბრიელა მისტრალი (ნამდვილი სახელი ლუისა მარია დელ პერპეტუო სოკორო გოდოი ალკაიაგა) ცნობილი ჩილელი პოეტი, პედაგოგი, დიპლომატი, ქალთა უფლებების დამცველი და ნობელის პრემიის ლაურეატი გახლდათ. ეს მცნებები მან თავისი კოლეგებისთვის - მასწავლებლებისთვის შექმნა და ის დიდად პოპულარულია მსოფლიოში. დროა, მათ ქართველი პედაგოგებიც გაეცნონ





  1.  1. გიყვარდეს მთელი გულითა და სულით. თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებს. 
  2.  ასწავლე სადად, უბრალოდ, ისე, რომ მთავარი არ გაგეფანტოს.
  3. გაიმეორე, როგორც ბუნება იმეორებს, ვიდრე არ მიაღწევს სრულყოფილებას. 
  4. ასწავლე ისე, რომ გახსოვდეს მშვენიერება, რადგან იგი დედაა ყოველივესი. 
  5.  იყავი გულანთებული, ლამპრები რომ აანთო, ცეცხლი უნდა გქონდეს გულში.
  6. სული შთაბერე გაკვეთილს, ყოველ გაკვეთილს სული უნდა ედგას ცოცხალი არსებასავით.
  7.  იზრუნე შენი სულის ამაღლებაზე, - რომ გასცე, უნდა გქონდეს. 
  8.  გახსოვდეს, შენი პროფესია ხელობა კი არა, ღვთისმსახურებაა. 
  9.  ყოველდღე, გაკვეთილის დაწყებამდე, საკუთარ სულში ჩაიხედე, წმინდა თუ გაქვს გული. 
  10.  იფიქრე იმაზე, რომ ღმერთმა შენ დაგაკისრა ხვალინდელი დღის შექმნა.


მასწავლებლის ლოცვა-ვედრება


უფალო შენ, რომელიც გვმოძღვრავ და გვასწავლი, მომიტევე, მეც რომ ვასწავლი, მეც რომ მოძღვრად და მასწავლებლად ვიწოდები, როგორც შენ მოგმართავდნენ ხოლმე დედამიწაზე.

გევედრები, დიდი სიყვარულით შემაყვარე ჩემი სკოლა. სილამაზე რომც დაჭკნეს და ჩაიფერფლოს, მაშინაც ნუ წამერთმევა სინაზე და სითათუთე.

უფალო, მიბოძე სულგრძელობა და მაშორე სულმოკლეობა. აღმოფხვერი ბილწი სული შურისგებისა, ჯერ კიდევ რომ ბუდობს ჩემს გულში. ჭრილობას რომ მომაყენებენ, სამაგიეროს მიზღვის სურვილი თუ შემომეპარება, მისგან დამიფარე. შემეწიე, რომ არ გავწყრე, როცა ვერ გამიგებენ და არ დავღონდე, ჩემი მოწაფეები თუ დამივიწყებენ.

მომმადლე ნიჭი სიყვარულისა, შემაძლებინე, რომ დედაზე უფრო დედად გავუხდე, დედასავით შევითვისო და დავიცვა ისინი, ვინც არ არის ხორცი ხორცთაგანი და სისხლი სისხლთაგანი ჩემი. მიბოძე ძალა, რომ ჩემი ლექსივით დავხვეწო და სრულვყო რომელიმე გოგონა ჩემს მოწაფეთაგან. და როცა ჩემი ბაგეები ვეღარ შეძლებენ გალობას, იმ დროისათვის მის სულში ჩამატოვებინე ჩემი ყველაზე უფრო სულისშემძვრელი ჰანგი.

უფალო, დამანახვე, რომ ჩემს დროშიც ცოცხლობს შენი სახარება, რათა ყოველდღე, შეუსვენებლივ ვიბრძოლო მის დასამკვიდრებლად.

შენ გაუმარჯვე ჩემს სახალხო სკოლას, რათა მისმა ბრწყინვალებამ გზა გაუნათოს შენი ღატაკი, ფეხშიშველა ბავშვების გუნდს.

მე, სუსტ და ღარიბ ქალს, შემაძლებინე, რომ განვერიდო ყოველგვარ ძალმოსილებას, უწმინდური გზით მონიჭებულს; მიბოძე ძალა, რომ არ გავიკარო ძალაუფლება, რომელიც შენი ცხოველმყოფელი ნებით არ გადმოვა ჩემზე.

უფალო, იყავ ჩემი მეგზური და საყრდენი.

ვიცი ბევრჯერ დავრჩები მხოლოდ და მხოლოდ შენს ანაბარად. როცა უფრო დავხვეწ, რასაც ვასწავლი, როცა ჩემი სიმართლე უფრო მწველი გახდება, ვიცი, ყველანი შემომეცლებიან. მაშინ შენ ჩამიკრავ გულში: შენმა გულმა იცის მარტოობისა და მიუსაფრობის სიმწარე. მხოლოდ შენს მზერაში ვიპოვი სითბოსა და მხარდაჭერას.

მიბოძე უბრალოება და მიბოძე სიღრმე. დამეხმარე, რომ ჩემი ყოველდღიური გაკვეთილები არც რთული იყოს, არც ერთფეროვანი. ყოველ დილით, როცა ჩემი სკოლის კარს შევაღებ, შემაძლებინე, დავივიწყო ჭრილობები, მკერდზე რომ მატყვია; შემაძლებინე, რომ სამუშაო მაგიდასთან არ მიმყვეს ჩემი სადღეხვალიო საზრუნავი, გაუთავებელი წვრილმანი სატკივარი.

უფალო, სიმსუბუქე მიანიჭე ჩემს ხელს, როცა ბავშვს ვსჯი და სინაზე შეჰმატე, როცა ვეფერები. შემრისხე კიდეც, ტკივილი მომგვარე, უსიყვარულოს თუ დავტუქსავ.

შენ შემეწიე, უფალო, რომ ქვით ნაშენები ეს ჩემი სკოლა სულიერად აშენდეს და აღორძინდეს; ჩემმა თავდაუზოგავმა შემართებამ მოიცვას მისი უბრალო დერეფნები და სადა საკლასო ოთხები; შემეწიე, რომ ჩემი გული დედაბოძად შეუდგეს სკოლის შენობას და ჩემი თავდადება მდიდრული სკოლების მოოქროვილ სვეტზე უფრო ძლიერი და ჭეშმარიტი განძი გახდეს ჩემი სკოლისთვის.

ბოლოს კი, ველასკესის ფერგაცრეცილი ტილოს საშუალებით შემახსენე, რომ ამქვეყნად დიდი სიყვარულით ასწავლიდი, – ეს იგივეა, ჯვარცმული მაცხოვრისთვის ლონგინოზ ასისთავის მიერ ნაძგერები შუბით დაჭრილი და სიყვარულით ანთებული გულით მიატანო განკითხვის დღემდე.

ესპანურიდან თარგმნა: მანანა გიგინეიშვილმა



წყარო

МОЛИТВА УЧИТЕЛЯ/УЧИТЕЛЬНИЦЫ /ГАБРИЕЛА МИСТРАЛЬ (1889-1957)/


Господь! Ты, учивший нас, прости, что я учу; что ношу звание учителя, которое ты носил на земле. Дай мне единственную любовь - к моей школе; пусть даже ожог красоты не сможет похитить у школы мою единственную привязанность. Учитель, сделай мое усердие постоянным, а разочарование преходящим. Вырви из моей души нечистую жажду возмездия, которая все еще смущает меня, мелочное желание протеста, которое возникает во мне, когда меня ранят. Пусть не печалит меня непонимание и не огорчает забвение тех, кого я учила. Дай мне стать матерью больше, чем сами матери, чтобы любить и защищать, как они, то, что не плоть от плоти моей. Дай мне превратить одну из моих девочек в мой совершенный стих и оставить в ее душе мою самую проникновенную мелодию на то время, когда мои губы уже не будут петь. Покажи мне твое Евангелие, чтобы я не отказывалась от ежедневной и ежечасной битвы за него.









Ник ქეთი მასწავლებელი зарегистрирован


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

საახალწლო ტრადიციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში - НОВЫЙ ГОД В РАЗНЫХ СТРАНАХ: САМЫЕ ИНТЕРЕСНЫЕ ФАКТЫ

საახალწლო ტრადიციები რუსეთში - Новогодние традиции на Руси