გრამატიკა რუსული ენის გაკვეთილზე
ავტორი - ნინო ფეტვიაშვილი
პირველი ნაწილი ცნობილია, რომ რუსული ენის გრამატიკა რთულია, მისი ცოდნის გარეშე ვერც ილაპარაკებ და ვერც სწორად დაწერ. თვით რუსებიც კი ლაპარაკისა და წერის დროს ბევრ შეცდომას უშვებენ. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ იმ მოსწავლეთა უმეტესობას, რომლებმაც კარგად იციან გრამატიკული ფორმები, შესაბამის უცხო ენაზე ლაპარაკი უჭირს. რამდენად მიზანშეწონილია, მოსწავლეებს შეცდომებით ლაპარაკის ნება დავრთოთ? რა ადგილი უნდა ეკავოს გრამატიკას გაკვეთილზე? საჭიროა თუ არა მოსწავლეებისთვის ყველა გრამატიკული მოვლენის ახსნა? რა გრამატიკული მინიმუმია აუცილებელი რუსული ენის სწავლების დაწყებით ეტაპზე? რა ტიპის დავალებების გამოყენებაა მიზანშეწონილი გრამატიკის სწავლებისას? ეს კითხვები ხშირად ისმის, როდესაც ერთმანეთს ვადარებთ ახალ და ძველ მიდგომებს რუსული ენის სწავლების მეთოდიკაში. უნდა აღინიშნოს, რომ ოციოდე წლის წინ რუსულ ენას განსხვავებული სტატუსი ჰქონდა – ის ისწავლებოდა როგორც პირველი ენა მშობლიურის შემდეგ. ბავშვები ენას ასე თუ ისე ფლობდნენ, მასწავლებლის ამოცანა მხოლოდ მისი დახვეწა და მოსწავლეებისთვის რუსული კულტურის გაცნობა იყო, ამიტომ ძველი მიდგომა დღეს აღარ არის აქტუალური. მასწავლებლები, რომლებიც ისევ ძველი მეთოდით ხელმძღვანელობენ, აწყდებიან სხვადასხვა პრობლემას, რაც ხელს უშლის ესგ-ით გათვალისწინებული შედეგის მიღებას. რა პრობლემები აქვთ მასწავლებლებს? რას უნდა მიექცეს ყურადღება გრამატიკის სწავლებისას? წარმოგიდგენთ ხარვეზებს, რომლებსაც ვაწყდებით გრამატიკაზე მუშაობის დროს.
ზემოაღნიშნული ხარვეზებიდან გამომდინარე, მეთოდისტები მასწავლებლებს სთავაზობენ შემდეგ რეკომენდაციებს: Прежде чем объяснять, как образуется форма грамматического явления, надо обратить внимание на его значение, т.е. идти от значения (смысла) к форме. Например, сначала сообщить, что фраза У меня нет книги , означает отрицание наличия чего-нибудь. Затем говорить, как это выражается. От смысла – к форме – опять к смыслу.
გრამატიკული სტრუქტურა გრამატიკის სწავლებისადმი სხვადასხვანაირი მიდგომა არსებობს. ერთი მათგანია გრამატიკულ-მთარგმნელობითი მეთოდი, რომელსაც ძირითადი ადგილი ეკავა. აქ მოსწავლეებს მოეთხოვებოდათ წესების ზეპირად ცოდნა, ფორმებში გადაყვანა და ვარჯიში. მეორე, პირდაპირ მეთოდში, გრამატიკა მეორეხარისხოვანი იყო. აქ აქცენტი კეთდებოდა მხოლოდ სამეტყველო ნიმუშების გამოყენებაზე. როგორ უდგება ამ პრობლემას თანამედროვე მეთოდიკა?
Формирование языковой компетенции
3. Преподаватель обращает внимание учеников на третий элемент в структуре.
Они слушали радио.
5. Контроль понимания формы. Даются упражнения на подстановку формы типа «раскройте скобки», «переведите фразы».
Формирование речевой компетенции
Что вы читали? Что вы слушали? Вы читали книгу или журнал? 2. Присоединитесь к мнению. – Я читала книгу. – Я тоже читал книгу. 3. Скажите противоположное. – Я читала книгу. – А я смотрел фильм. 4. По образцу составьте диалог. 5. «Снежный ком». – Я читала книгу. – Анна читала книгу, а я смотрела фильм. 6. Ситуации. Вы в магазине просите показать вещи. Модель: – Дайте, пожалуйста, …….. 7. Контроль употребления винительного падежа в речи (устно и письменно).
Разыгрывание ситуаций, требующих самостоятельной деятельности учащихся.
მეორე ნაწილი ენის სწავლების ნებისმიერ ეტაპზე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა გრამატიკული მინიმუმია აუცილებელი საჭირო უნარ-ჩვევებისა და ენობრივი ცოდნის მისაღებად, ამიტომ რუსულის როგორც უცხო ენის სწავლების მეთოდიკაში მნიშვნელოვანია იმ გრამატიკული მინიმუმის განსაზღვრა, რომელიც აუცილებელია კონკრეტული გრამატიკული თემის ასათვისებლად. ეს თემებია: ØКатегория рода и одушевленности/неодушевленности; ØСогласование существительного с прилагательным; ØПредложно-падежная система; ØСпряжение глагола; ØГлаголы движения; ØВиды глагола; ØПростые и сложные предложения. კონკრეტული თემის შესწავლისას (გაცნობა, ოჯახი, პროფესია და ა.შ.) მნიშვნელოვანია ისეთი გრამატიკული კონსტრუქციების ოპტიმალური რაოდენობის შერჩევა, რომელთა გამოყენებასაც შეძლებს მოსწავლე კომუნიკაციის დროს. უნდა ითქვას, რომ თითქმის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თემა ქართველი მოსწავლისთვის ობიექტურ მიზეზთა გამო რთული აღსაქმელია. ქართულში არ გვაქვს სქესის ცნება, არ არსებობს არსებითისა და ზედსართავი სახელის შესაბამისობის პრობლემა, სრულიად განსხვავებულია ბრუნების სისტემა და სხვა. ზმნა ქართულ ენაში გაცილებით რთულია, ვიდრე რუსულში, ამიტომ უღლების პრობლემას რუსული ენის შესწავლის დროს იშვიათად ვაწყდებით, თუმცა, «Глаголы движения» ქართველი ბავშვებისთვის აქილევსის ქუსლად იქცა. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, „გრამატიკის სწავლება კონტექსტშია სასურველი და არა კონტექსტისაგან მოწყვეტილად, რაც საკომუნიკაციო მიზნებს უნდა ემსახურებოდეს. წესებისა და ტერმინების ზეპირად სწავლება არ არის რეკომენდებული. მოსწავლეს საშუალება უნდა მიეცეს, დააკვირდეს, ამოიცნოს, გაიაზროს და კონტექსტში გამოიყენოს გრამატიკული თავისებურებები და კონსტრუქციები/ მოვლენები. ამისათვის სასურველია:
ეს მოთხოვნები სავსებით თანხვდება რუსულის როგორც უცხო ენის სწავლების ახალ მიდგომებს. თანამედროვე მეთოდიკაში გრამატიკული მასალის შერჩევის მთავარ პრინციპად გვევლინება მასალის შეტანა მაშინ და იმ დოზით, როდესაც და რამდენადაც მოითხოვს ამას კომუნიკაციური საჭიროება, როდესაც უკვე შექმნილია სათანადო პირობა მისი სრულად გამოყენებისთვის ურთიერთობის დროს. თუმცა ხშირად ვამჩნევთ კომუნიკაციურად გაუმართლებელი ფორმების გადამეტებულ გამოყენებას. მაგ., ზოგიერთ შემთხვევაში ენის სწავლების დაწყებისთანავე შემოაქვთ ნაცვალსახელის ყველა ფორმა, ზმნის უღლება, ამ დროს კი კომუნიკაციისთვის სავსებით საკმარისია я, ты и вы ფორმების ცოდნა. კომუნიკაციურად გამართლებულად მიიჩნევა ზოგიერთი გრამატიკული ფორმის „ლექსიკურად” წარდგენა, ანუ მისი სწავლება გრამატიკული ახსნა-განმარტების გარეშე. ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ, როდესაც შემოგვაქვს ფრაზები: Как вас зовут? Меня зовут… ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გრამატიკული მასალის შერჩევის პირველი კრიტერიუმი მისი კომუნიკაციური საჭიროებაა, მეორე – მასალის შერჩევა და გადანაწილება შესაბამისი ეტაპის (დონის) გათვალისწინებით. მაგ., Сначала вводится предложный падеж места с предлогом В: Где вы живете? Я живу в Москве. А позже дается предложный с предлогом О: О ком вы думаете? Я думаю о друге. მესამე კრიტერიუმი კონსტრუქციული და დესტრუქციული ინტერფერენციაა. ეს ნიშნავს, რომ თავდაპირველად შემოდის ფორმა, რომელიც მშობლიური ენის გრამატიკულ ფორმას თანხვდება, მერე კი აიხსნება განსხვავებები, შეუსაბამობები. სავარჯიშოთა ტიპების გასამიჯნად გთავაზობთ ჩამონათვალს, რომელიც ენობრივი, სამეტყველო და საკომუნიკაციო ტიპის დავალებების განსხვავებაში დაგეხმარებათ. Типы грамматических упражнений I. Языковые
II. Тренировочные речевые упражнения
III. Коммуникативные упражнения Это не грамматические упражнения, хотя они попутно развивают грамматические умения. Их первоочередная цель – развитие коммуникативных умений.
გრამატიკის ახსნა მოსწავლეებს მიაჩნიათ, რომ გრამატიკის გაკვეთილი უინტერესო და მოსაწყენია. რა მეთოდი და აქტივობა გამოვიყენოთ გრამატიკული მასალის ასახსნელად? მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად? მეთოდისტები გვთავაზობენ:
შემაჯამებელი (საკონტროლო) სამუშაოები გრამატიკაში როგორ შევამოწმოთ მოსწავლის მიერ ათვისებული გრამატიკული მასალა? რა ტიპის დავალებებით ფასდება გრამატიკული კონსტრუქციების ცოდნა? ტესტები, საკონტროლო წერები და სხვა ტიპის შემაჯამებელი სამუშაოები გრამატიკაში უნდა ამოწმებდეს სამივე კომპეტენციას: ენობრივსაც, სამეტყველოსაც და საკომუნიკაციოსაც. გთავაზობთ სამივე კომპეტენციის ტიპის სავარჯიშოების ნიმუშებს. Проверка языковой компетенции: понимание явления и умений образовать нужную форму.
Делать я….. мы…. он….. 3.Соберите фразу, разрезанную на части. Проверка знания сочетаемости слов. 4.Замените по образцу. Проверка речевой компетенции.
_ ….(Москва, Париж, Вашингтон). 2. Прочитайте фразы. Напишите их, заменив настоящее время на будущее простое. Миша читает книгу. – Миша прочитает книгу. 3. Прочитайте текст: а) коротко перескажите его содержание (пересказ); б) перескажите этот текст от первого лица Проверка коммуникативной компетенции
წყარო-1 ნაწილი წყარო-2 ნაწილი |
Комментарии
Отправить комментарий